Accessibility links

მთიანი ყარაბაღი ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის მოკვლაზე იუწყება


თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, სპეცდანიშნულების ძალებმა ორი აზერბაიჯანელი სამხედრო მოკლეს იმ ოპერაციის დროს, რომელიც მიზნად ისახავდა აზერბაიჯანის მიერ თვის დასაწყისში 11 ნოემბერს ჩამოგდებული შვეულმფრენის ეკიპაჟის სამი წევრის გვამების დაბრუნებას. სეპარატისტული ხელისუფლების ინფორმაციით ოპერაციაში, რომელიც წუხელ ჩატარდა, მათი მხრიდან დანაკარგი არ ყოფილა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს მის ტერიტორიაზე რაიმე სახის სამაშველო სამხედრო ოპერაციის ფაქტს.

XS
SM
MD
LG