Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: ბირთვულ პროგრამის თაობაზე კვლავ დიდი უთანხმოება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებში კვლავ არსებობს დიდი უთანხმოება, მიუხედავად იმ პროგრესისა, რაც საბოლოო შეთანხების მიღწევამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში ვენაში გამოიკვეთა. „ძალიან ბევრს ვმუშაობთ, იმედი გვაქვს, რომ ვაღწევთ გარკვეულ პროგრესს, თუმცა არსებობს დიდი უთანხმოება, რის დასაძლევადაც ვმუშაობთ“, - განაცხადა კერიმ 22 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტეინმაიერთან შეხვედრის წინ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შაბათს ჩავიდა ვენაში, სადაც იგი შეუერთდება აშშ-ის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ჯონ კერისა და მოჰამად ჯავად ზარიფს, რათა მოიხსნას ის უთანხმოება, რაც მორიგებას უშლის ხელს. ახლოვდება 24 ნოემბერი, რომელიც შეთანხმების მისაღწევად ბოლო ვადად არის დასახელებული - თუმცა ამ ეტაპზე კვლავ გაურკვეველია მოხერხდება თუ არა შეთანხმების მიღწევა. ვენის მოლაპარაკებათა მიზანია ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, რადგან დასავლეთში შიშობენ, რომ თეირანი შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას შეეცადოს.

XS
SM
MD
LG