Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ არ აპირებს სამუდამო პრეზიდენტობას


რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს სამუდამო პრეზიდენტობას სიცოცხლის ბოლომდე, რადგან ეს ქვეყნისათვის საზიანო იქნებოდა. ამის თაობაზე პრეზიდენტმა პუტინმა 23 ნოემბერს რუსეთის ახალი ამბების სააგენტო „ტასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. კონსტიტუციის თანახმად, როგორც პუტინი აღნიშნავს, მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ პუტინს არ უთქვამს, აპირებს თუ არა შემდგომი ვადით კანდიდატურის წამოყენებას. რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესებას, ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს იხილოს კიდევ ერთი „რკინის ფარდა“. ამასთან პუტინმა უარყო მოსაზრება, თითქოს დასავლეთის სანქციებისა და ნავთობის ფასის დაცემის გამო, გამო რუსეთის ეკონომიკას, როგორც ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანას, „კატასტროფული შედეგები“ ელოდებოდეს.

XS
SM
MD
LG