Accessibility links

logo-print

ერაყის სამთავრობო ჯარებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ორ ქალაქში შეუტიეს


ერაყის სამთავრობო ჯარებმა, რომლებსაც მხარს უჭერენ ქურთების ფეშმერგას მილიცია, შეტევა განახორციელეს ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ორ ქალაქზე, რაც მიზნად ისახავს ერაყის დედაქალაქის ირანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის გაწმენდას. ერაყის სამთავრობო ჯარები აცხადებენ, რომ 23 ნოემბერს მათ წინ წაიწიეს ბაღდადიდან 115 კილომეტრით დაშორებული ქალაქების ჯავალის და სადიას მიმართულებით. ორივე ქალაქს აგვისტოდან მოყოლებული ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები აკონტროლებენ. ადგილობრივი ხანაგინის ჰოსპიტლის წყაროები იუწყებიან, რომ 23 ნოემბრის ბრძოლებში ერაყის არმიისა და ფეშემრგას ლაშქრის 10 ჯარისკაცი დაიღუპა და 32 დაიჭრა. ამავდროულად, ერაყის მთავრობა, რომელიც ანბარის პროვინციის ქალაქ რამადიზე კონტროლის აღდგენას ცდილობს, დასავლეთის მოკავშირეებისაგან კიდევ უფრო ძლიერ საავიაციო მხარდაჭერას ითხოვს.

XS
SM
MD
LG