Accessibility links

რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას ითხოვს


საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. სამინისტრო ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა ხელი ააღებინოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებზე,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებას შეეხება. რუსეთის მთავრობამ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დაამტკიცა დადგენილება, ეთხოვოს რუსეთის პრეზიდენტს, ხელი მოაწეროს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და ამ საკითხში არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG