Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა სამხედროებმა ერთი პალესტინელი მოკლეს


ისრაელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის საზღვართან მოკლეს პალესტინელი, რაც პირველი მსხვერპლია ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ აგვისტოში მიღწეული ზავის შემდეგ. პალესტინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცს 23 ნოემბერს სავარაუდოდ საგუშაგო კოშკთან მიახლოვებისას ესროლეს. ისრაელის არმიის ცნობით, კი გამანადგურებელ სროლას წინ უძღოდა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში, რის შემდეგ პალესტინელმა მაინც განაგრძო აკრძალულ ზონასთან მიახლოვება.

XS
SM
MD
LG