Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებში გერმანიის 550 მოქალაქე იმყოფებოდა


გერმანიის ეროვნული დაზვერვის სამსახურის უფროსის თანახმად, სულ მცირე 550 გერმანიის მოქალაქე გაემგზავრა სირიასა და ერაყში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გასაწევრიანებლად. როგორც ჰანს გეორგ მაასენმა უთხრა გაზეთ „ველტ უმ სონტაგს“ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მხარდამხარ მებრძოლი გერმანელი მოქალაქეების რაოდენობა აღემატება 450-ს, იმ რიცხვს, რაც მანამდე მოჰყავდა გერმანიის ხელისუფლებას. მაასენის თანახმად, საბრძოლო ოპერაციებში გერმანიის 60 მოქალაქე დაიღუპა. გერმანიის დაზვერვის უფროსი დარწმუნებულია, რომ ერაყსა და სირიაში ბრძოლების შემდეგ 180 ჯიჰადისტი უკან დაბრუნდა, რაც ექსტრემისტების სამიზნედ „ბუნებრივად“ აქცევს გერმანიას, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებული კოალიციის წევრია. თვის დასაწყისში, გერმანიაში ჩატარდა ფართომასშტაბიანი რეიდი, რომლის დროსაც 9 ეჭვმიტანილი ჯიჰადისტი დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG