Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მთავარი უთანხმოება კვლავ გადაუჭრელია


კვლავაც სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფოს მომლაპარაკებელები, რომლებიც ცდილობენ დაძლიონ ის განხეთქილება, რაც ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმებისათვის დადგენილი ბოლო ვადის წინ ჯერ კიდევ არსებობს. განხეთქილების საგანია მოცულობა და საზღვრები, რომლის ფარგლებშიც თეირანს ურანის გამდიდრების სამუშაოების გაგრძელების უფლება ექნება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ პარიზში ვიზიტი გადადო და დარჩა ვენაში, რათა მოლაპარაკება გაემართა მის ირანელ კოლეგა მოჰამად ჯავად ზარიფთან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა 23- ი ნოემბრის შეხვედრას უწოდა „ჭეშმარიტების მომენტი“ 24 ნოემბრის წინ. ვენის მოლაპარაკებათა მიზანია ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, რადგან დასავლეთში შიშობენ, რომ თეირანი შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას შეეცადოს.

XS
SM
MD
LG