Accessibility links

logo-print

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დაამარცხა იაპონიის ეროვნული გუნდი


საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიის ეროვნულ გუნდთან გამარჯვებით (ანგარიშით 35:24) დაასრულა ნოემბრის ტესტ-მატჩების სამთამაშიანი სერია. შეგახსენებთ, რომ პირველი ორი შეხვედრა (შინ ტონგასთან და სტუმრად ირლანდიასთან) ქართველმა მორაგბეებმა დათმეს. იაპონელებთან მოგება ქართული რაგბის ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა ეროვნული გუნდი მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ათეულში შემავალ ნაკრებს ამარცხებს: იაპონია რაგბის საერთაშორისო კავშირის კლასიფიკაციაში ამჟამად მეათე ადგილზეა, საქართველი - მე-15-ზე. შარშან საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მერვე გუნდს, სამოას სძლია.

XS
SM
MD
LG