Accessibility links

სულ მცირე 42 კაცი დაიღუპა ავღანეთში ფრენბურთის მატჩის დროს მომხდარ ტერაქტში


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 45 კაცი დაიღუპა ფრენბურთში შეჯიბრის დროს ქვეყნის აღმოსავლეთ პაკტიკას პროვინციაში. პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლის მოხის ავღანის თანახმად თავდასხმა მოხდა 23 ნოემბერს შიდა ტურნირის დროს, რომელსაც იაჰიახაის ოლქში მრავალი ადამიანი ესწრებოდა. თავდამსხმელმა, რომელსაც ასაფეთქებელი სალტე ეკეთა, თამაშის მსვლელობის დროს აიფეთქა თავი. პაკისტანის საზღვართან მდებარე პაკტიკას პროვინციაში თალიბანს მყარი პოზიციები აქვს. ხელისუფლების წინასწარი ცნობით, დაჭრილთა რაოდენობა 70 კაცს აღწევს. ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობას გადაუდებელ დახმარებას სთხოვს დაჭრილების საევაკუაციოდ.

XS
SM
MD
LG