Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვულ პროგრამაზე სრულყოფილი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი ჩანს


ევროკავშირის ანონიმური წარმომადგენლების ინფორმაციით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შედეგიანად დასრულდეს საერთაშორისო მომლაპარაკებელებისა და ირანის ხელისუფლების წარმომადგენლის შეხვედრა ვენაში, რომელიც მიზნად ისახავს იმ წინააღმდეგობების მოხსნას, რაც შესაძლებელს გახდიდა გრეძლვადიანი შეთანხმების მიღწევას 24 ნოემბერს ირანის ბირთვულ პროგრამაზე . „სრულყოფილი მორიგების მიღწევა ფიზიკურად შეუძლებელი ჩანს. პოლიტიკურ შეთანხმებისთვისაც რომ მიგვეღწია, ტექნიკური დამატებები მზად არ არის“, - განუცხადა ევროკავშირის ანონიმურმა წყარომ „როიტერსს“. 24 ნოემბრამდე დარჩენილ დროში „საბოლოო და სრულყოფილი შეთანხმების“ მიღწევას შეუძლებლად მიიჩნევს ირანის ხელისუფლების ანონიმური წარმომადგენელი , რომელსაც ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იმოწმებს.

XS
SM
MD
LG