Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი არ აპირებს, სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს პრეზიდენტად


ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ის არ აპირებს სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს რუსეთის პრეზიდენტად. ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო "ტას"-თან ინტერვიუში განაცხადა. პუტინის თქმით, ეს არც ქვეყნისთვის ივარგებდა და არც თვით პუტინსთვის არის საჭირო. ამასთან, პუტინს არ გამოურიცხავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება, რაც, მისივე განმარტებით, კონსტიტუციით დაშვებულია. დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობის გაუარესებაზე საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი არ დაადგება „რკინის ფარდის“ გზას, რადგან აცნობიერებს ასეთი კურსის "დამღუპველობას". ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ის არ განიცდის "დისკომფორტს „დიდ შვიდეულთან“ ურთიერთობის გაუარესების გამო".

XS
SM
MD
LG