Accessibility links

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გმობს ავღანეთში მოწყობილ აფეთქებას


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა დაგმო ავღანეთში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი თავდასხმა, რომელმაც 23 ნოემბერს ფრენბურთის ტურნირზე, სულ ცოტა, 50 ადამიანი შეიწირა. დაიჭრა 60 ადამიანი. თავდამსხმელი აღმოსავლეთ ავღანეთში, პაქტიკის პროვინციაში ტურნირის საყურებლად შეკრებილ ხალხს შეერია და თავი აიფეთქა. თომას ბახმა ინციდენტს უწოდა "საკუთრივ სპორტზე თავდასხმა" და აღნიშნა, რომ სპორტის პოზიტიურ ფასეულობებს შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობასა და შერიგებას. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG