Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი შეხვედრებს მართავს ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის ხვდება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების ბოლო დღეს. კერის განცხადებით, რომელიც 24 ნოემბერს გავრცელდა, ის ვენაში ხვდება ჩინელ მინისტრს და გამართავს კიდევ რამდენიმე შეხვედრას, ვიდრე შუაღამეს ამოიწურება ირანის ბირთვულ პროგრამაზე შესათანხმებლად დადგენილი ვადა. ჯონ კერის და ვან ის გარდა, ვენაში იმყოფებიან მათი გერმანელი, რუსი, ფრანგი და ბრიტანელი კოლეგები, ისევე როგორც ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტროი მოჰამად ჯავად ზარიფი. მოლაპარაკების მიზანია ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდეს. ასეთ შეთანხმებას მოჰყვებოდა თეირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება. ცნობების თანახმად, ვენაში შეკრებილი დელეგაციები შეეცდებიან შეთანხმების მისაღწევად დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუ მიზანს ვერ მიაღწევენ 24 ნოემბის შუაღამემდე.

XS
SM
MD
LG