Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში იმართება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ვენაში იმართება ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მორიგი შეხვედრა ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად. შესათანხმებლად განსაზღვრული დრო ამაღამ ამოიწურება. მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა მის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. დელეგაციებთან დაახლოებული წყაროების ცნობით, მხარეები სავარაუდოდ ვერ მიაღწევენ ერთსულოვნებას 24 ნოემბრის შუაღამემდე და მოლაპარაკება მომავალ თვეში განახლდება. ვენაში იმყოფებიან აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთის, გერმანიისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ისევე როგორც ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი, კეტრინ ეშტონი.

XS
SM
MD
LG