Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს წელიწადში 140 მლრდ. დოლარით დააზარალებს სანქციები და ნავთობის გაიაფება


რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის მონაცემებით, რუსეთი წელიწადში 40 მილიარდ დოლარს დაკარგავს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად და 90-დან 100-მდე მილიარდ დოლარს - ნავთობის გაიაფების გამო. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისში მოსკოვის როლის გამო. სანქციები და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება ძლიერად მოქმედებს რუსული რუბლის კურსზე - მარტიდან მოყოლებული, ის 30%-ით გაუფასურდა.

XS
SM
MD
LG