Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ასამართლებენ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს


ბელორუსიაში ასამართლებენ რადიო თავისუფლების კორესპონდენტ მიხაილ კარნევიჩს, მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით. კარნევიჩს 21 ნოემბერს მიუვიდა უწყება, რომლითაც დაიბარეს სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე. ის ეჭვმიტანილია 26 ოქტომბერს უკანონო მანიფესტაციაში მონაწილეობაში. კარნევიჩი აცხადებს, რომ იმ დღეს მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი - აშუქებდა შეკრებას ქალაქ სვისლაჩში, როცა პატივს მიაგებდნენ მე-19 საუკუნის ჟურნალისტსა და პოლიტიკურ აქტივისტს, კასტუს კალინოვსკის. 2011 წელს კარნევიჩი 100 დოლარით დააჯარიმეს არასანქცირებულ მანიფესტაციაში მონაწილეობის ბრალდებით. მაშინაც ის ჟურნალისტის მოვალეობას ასრულებდა ჰროდნაში ანტისამთავრობო გამოსვლის გაშუქებით.

XS
SM
MD
LG