Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქების შედეგად ნატოს ორი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატო აცხადებს, რომ მისი ორი ჯარისკაცი მოკლეს აღმოსავლეთ ავღანეთში 24 ნოემბრის დილას მოწყობილი თავდასხმისას. ნატოს არ დაუზუსტებია, რომელი ქვეყნის ან ქვეყნების წარმომადგენლები არიან დაღუპულები. ვრცელდება აგრეთვე ცნობა ქაბულში ორი უცხოელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. ქაბულის პოლიციის უფროსის პრესმდივნის განცხადებით, ველოსიპედზე დამაგრებული ბომბი აფეთქდა უცხოელი სამხედროების ავტოკოლონასთან. წლის ბოლომდე ავღანეთს დატოვებს უცხოელი ჯარისკაცების უმრავლესობა. დაახლოებით 12000 კაცი დარჩება 2015 წლამდე.

XS
SM
MD
LG