Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება, სავარაუდოდ, 1 ივლისამდე გაგრძელდება


ვენიდან გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება, სავარაუდოდ, 2015 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ განაცხადა დასავლელმა დიპლომატმა, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ. ამაღამ, 12 საათზე ამოიწურება ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებისათვის დადგენილი ვადა. ირანის დელეგაციასთან მოლაპარაკებაში მონაწილე ექვსი ქვეყნის წარმომადგენლების მიზანია შეთანხმება, რომელიც არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას. ამის სანაცვლოდ ირანს სთავაზობენ მის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნას. 24 ნოემბერს, უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, დიპლომატები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ვენაში გასულ კვირაში დაწყებული მოლაპარაკება 24 ნოემბერს შეთანხმების გარეშე დასრულდება და მომავალ თვეში განახლდება. ორშაბათს ნაშუადღეს ვენაში, დაახლოებით, საათნახევარი გაგრძელდა ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის - შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუყეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება.

XS
SM
MD
LG