Accessibility links

პუტინმა და ხაჯიმბამ ხელი მოაწერეს ახალ ხელშეკრულებას


რუსეთისა და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერეს „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას.“ სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრა - ჯერ პირისპირ საუბარი, რის შემდეგაც მათ დელეგაციების წევრების შეუერთდნენ. ამას მოჰყვა ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. პუტინის განმარტებით, საქმე ეხება "აფხაზეთის არსებობის უპირობო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აფხაზეთის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირიების განვითარების პიროების შექმნას". ხელშეკრულების მოწინააღმდეგეებმა და მომხრეებმა 24 ნოემბერს სოხუმში მიტინგები გამართებს. ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორია პარტია „ამცახარა,“ რომლის შეფასებით, აფხაზეთი სუვერენიტეტს დაკარგავს და რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გახდება. ახალი ხელშეკრულების მომხრეთა მიტინგის ორგანიზატორი კი აფხაზეთის პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოა. რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ე.წ. ხელშეკრულების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 ნოემბერს გაავრცელა საგანგებო განცხადება და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი.

XS
SM
MD
LG