Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი ამ თანამდებობას ტოვებს


ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი ამ თანამდებობას ტოვებს. მათი განცხადება მოჰყვა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობას, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას ჰეიგელის გადადგომის შესახებ. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ობამამ მიიღო ჰეიგელის გადადგომა. ჰეიგელი - ყოფილი სენატორი და ვიეტნამის ომის ვეტერანი - 68 წლისა. მის გადადგომას წინ უსწრებდა მთავრობის ოპონენტების კრიტიკა ავღანეთში სამხედრო კამპანიისა და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული ზომების მიმართ.

XS
SM
MD
LG