Accessibility links

logo-print

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიამ კრედიტი აიღო რუსეთის ბანკიდან


საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა ფრონტმა“, რომელსაც მარინ ლე პენი ხელმძღვანელობს, ცხრა მილიონი ევროს კრედიტი აიღო რუსეთში დაფუძნებული ბანკიდან. პარტიის წარმომადგენელმა ვალერან დე სან ჟუსტმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ სექტემბერში გააფორმეს შესაბამისი შეთანხმება კომპანიასთან სახელწოდებით „პირველი ჩეხურ-რუსული ბანკი“. სან ჟუსტის ინფორმაციით, „ეროვნულ ფრონტს“ 40 მილიონამდე ევრო სჭირდება საფრანგეთში 2017 წლის არჩევნებისათვის თავისი საარჩევნო კამპანიის დასაფინასებლად. პარტიამ კრედიტის თხოვნით რუსეთის ბანკს მიმართა მას შემდეგ, რაც უარი მიიღო საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში დაფუძნებული ბანკებისაგან. ევროპის არაერთი ულტრამემარჯვენე პარტია ამართლებს კრემლის პოლიტიკას და აკრიტიკებს დასავლეთის სანქციებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

XS
SM
MD
LG