Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევის ვადა გაისისთვის გადაიდო


ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა შეთანხმდნენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების ვადის 2015 წლის 1 ივლისამდე გაგრძელებაზე მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწიევს შეთანხმებას, აქამდე მოქმედით გეგმით, 24 ნოემბრის შუაღამემდე. მეორედ ხდება, რომ გახანგრძლივდა ვადა თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო 12-წლიანი უთანხმოების მოსაგვარებლად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ თეირანთან მუდმივი მოლაპარაკება სერიოზული წინსვლის გარეშე შეუძლებელი იყო მსოფლიოს სახელმწიფოებისთვის, მაგრამ არ დამდგარა ასევე მოლაპარაკების შეწყვეტის დროც. რეალური და არსებითი წინსვლა იყო გასული დღეების შეხვედრების დროს, თქვა კერიმ, მაგრამ კვლავ არის უთანხმოება მნიშვნელოვან საკითხებში. მოლაპარაკება არ გაიოლდება იმით, რომ გადავდეთ, თქვა სახელმწიფო მდივანმა, ისინი რთული იყო, დარჩება რთული და რთული იქნება, უთხრა კერიმ ჟურნალისტებს. მისი თქმით, ირანისთვის დაწესებული სანქციების დამატებით შემსუბუქებაზე ამ ეტაპზე ლაპარაკი არ არის. მან მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებათა ვადის გახანგძლივებას. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფილიპ ჰამონდის განცხადებით, მხარეები 1 დეკემბერს განაახლებენ მოლაპარაკებას და შეეცდებიან, 1 მარტამდე მიაღწიონ წინასწარ შეთანხმებას. მანვე დათქმულ ვადის შესრულება ახსნა იმით, რომ დიდია აზრთა სხვადასხვაობა სხვათა შორის ურანის გამდიდრების დონესა და იმ ცენტრიფუგების რაოდენობაში, რომლის ამოქმედების ნებართვასაც ირანის მისცემენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ დარჩენილია აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ „ტექნიკურ დეტალებში“. ყველა აქ მყოფი, თქვა გერმანელმა მინისტრმა, გრძნობს, რომ ორივე მხარისთვის არის რეალური შანსი გამოსავალი მოიძებნოს. და ჩვენ ამ შანსს გამოვიყენებთ, თქვა შტაინმაიერმა შეთანხმების ვადის გადადების გადაწყვეტილების შესახებ. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკების დროს მოხდა პოზიციების დაახლოება. მოლაპარაკებათა ეს გზა საბოლოო შეთანხმებამდე მიგვიყვანს, თქვა როჰანიმ ტელევიზიით გამოსვლისას. უთანხმოებათა უდიდესი ნაწილი გადაილახა, თვლის როჰანი. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდეს. ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე ირანის დასაყოლიებლად, მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები მოქმედებს.

XS
SM
MD
LG