Accessibility links

ნატო არ ცნობს 24 ნოემბრის "ე.წ. ხელშეკრულებას"


ნატოს გენერალური მდივანი სოხუმსა და მოსკოვს შორის „ე.წ. ხელშეკრულებას“ გამოეხმაურა: „ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამრიგად, ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს რეგიონ აფხაზეთსა და რუსეთს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს ე.წ. ხელშეკრულება ხელს არ უწყობს საქართველოში ვითარების მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას. პირიქით, ის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ეუთოს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის მიმართ მოწოდებას - უკან წაიღოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს ჯარი საქართველოდან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

XS
SM
MD
LG