Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფერგიუსონში მკვლელობისთვის პოლიციელს არ გაასამართლებენ


აშშ-ში თეთრკანიან პოლიციელს არ გაასამართლებენ შავკანიანი მოზარდის მისამართით სასიკვდილო გასროლის გამო. 9 აგვისტოს მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში შავკანიანი მაიკლ ბრაუნის მკვლელობამ მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ არ არსებობს სავარაუდო მიზეზი პოლიციელ დარენ უილსონისთვის რაიმე დანაშაულში ბრალის წასაყენებლად. მაიკლ ბრაუნის ოჯახმა განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულები“ არიან ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი მოქმედების, პოლიციას კი თავშეკავებისკენ მოუწოდა. თუმცა, ფერგიუსონის ქუჩებში მღელვარება იყო, პოლიციის სულ ცოტა ერთი მანქანა დაწვეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არის ცნობები საპროტესტო აქციების აშშ-ის სხვა ქალაქებში, მათ შორის - ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში გამართვის შესახებ.

XS
SM
MD
LG