Accessibility links

სტოლტენბერგი: ნატო არ ცნობს მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ ცნობს რუსეთს და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის გაფორმებულ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას. „ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - ნათქვამია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში. ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ე.წ. ხელშეკრულება ხელს არ უწყობს საქართველოში ვითარების მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ეუთოს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და საქართველოდან ჯარი გაიყვანოს.

XS
SM
MD
LG