Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესმა ლიდერმა "ამპარტავანი" ქვეყნები გაკიცხა


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, გაკიცხა დასავლეთის ქვეყნები თავის მიმართვაში და განაცხადა, რომ ბირთვულ სფეროში "ამპარტავნებმა" ყველაფერი გააკეთეს, რათა ირანი დაეჩოქებინათ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს და ვერ შეძლებენ. ეს ტვიტერის გზით გავრცელებული განცხადებაა. ის გავრცელდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ და თეირანმა ვერ შეძლეს მიეღწიათ შეთანხმებისთვის ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის და ამის სანაცვლოდ მისთვის დაწესებული სანქციების შერბილების მიზნით. ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა შეთანხმდნენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების ვადის 2015 წლის 1 ივლისამდე გაგრძელებაზე მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას აქამდე მოქმედით გეგმით, 24 ნოემბრის შუაღამემდე. მეორედ ხდება, რომ გახანგრძლივდა ვადა თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო 12-წლიანი უთანხმოების მოსაგვარებლად.

XS
SM
MD
LG