Accessibility links

საფრანგეთმა შეაჩერა რუსეთისთვის სამხედრო ხომალდის მიწოდება


საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ მან შეაჩერა რუსეთისთვის სამხედრო ხომალდის მიწოდება, და რომ მოსკოვმა არ შეასრულა სათანადო პირობები ამ ხომალდის მიღებისა. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ოფისის თანახმად, მისტრალის ტიპის ხომალდის მიწოდება შეჩერდა შემდგომი ცნობის გავრცელებამდე. საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის ხომალდის მიწოდება თავის დროზე გადაიდო კრემლის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინაში სეპარატისტებისთვის მხარდაჭერის შემდეგ. სექტემბერში ოლანდმა ორი პირობა დააყენა რუსეთისთვის ხომალდების მიწოდებისთვის: 5 სექტემბრის ზავის შესრულება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. რუსეთის წარმომადგენელმა ევროკავშირში, ვიქტორ ჩიჟოვმა უთხრა სააგენტო ინტერფაქსს, რომ რუსეთი არ აპირებს პარიზს მისტრალისთვის თხოვნა დაუწყოს. მისტრალის გარეშე ვარსებობდით და კვლავ ვიარსებებთ, მით უმეტეს, რომ ახლა ზუსტად ვიცით, როგორ ავაგოთ ეს ხომალდები, თქვა ჩიჟოვმა. 5 სექტემბრის ზავის დადების შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში ათასი ადამიანი დაიხოცა.

XS
SM
MD
LG