Accessibility links

logo-print

„ქალზე ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე“


25 ნოემბრიდან, 10 დეკემბრის ჩათვლით, ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია იწყება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს დღე1991 წლიდან აღნიშნება და მისი მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლება, პრობლემასთან საბრძოლველად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის კონსოლიდაცია და ბრძოლის პროცესში ხელისუფლების, როგორც განსაკუთრებული როლის მქონე სუბიექტის, გააქტიურება. კამპანიის ფარგლებში, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში, თელავში, ახალციხეში, ნინოწმინდაში, მარნეულში, გარდაბანში, დმანისში, წყალტუბოში, გორში, დუშეთში, რუსთავში, ქობულეთში, სიღნაღში, გურჯაანში, ბოლნისში, ბორჯომში, წნორსა და ხაშურში გაიმართება აქციები. ქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს პეტიციას. რადიო თავისუფლების სტუდიის სტუმარია ანა ნაცვლიშვილი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი. ესაუბრება ნინო ხარაძე.

XS
SM
MD
LG