Accessibility links

logo-print

პუტინის მიერ გაშვებულმა ვეფხვმა ჩინეთში თხები დახოცა


ერთი თვის მერე მას შემდეგ, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ საქათმეზე ციმბირული ვეფხვის თავდასხმის ამბავი დააკავშირა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ბუნებაში გაშვებულ ვეფხვთან, ეჭვი გაჩნდა, რომ მეორე, ასევე პუტინის მიერ გაშვებულ ვეფხვს თხების დახოცვაში მიუძღვის ბრალი. ოფიციალური, სინჰუას სააგენტოს ცნობით, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში სულ მცირე ორი თხა მოკლა უსტინმა, პუტინის მიერ გაშვებული სამი ვეფხვიდან ერთ-ერთმა. სამი თხა დაკარგულია. როცა ნადირი ქათმებს დაესხა თავს რუსეთის საზღვრის მახლობელ სოფელში, ოქტომბერში, სინჰუა იტყობინებოდა, რომ ექსპერტების აზრით, ნაკვალევი ციმბირული ვეფხვისა იყო. მათი თქმით, ეს იყო კუზია, ასევე პუტინის მიერ გაშვებული ვეფხვი.

XS
SM
MD
LG