Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში რადიო თავისუფლების რეპორტიორს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა


რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ბელორუსიაში ჯარიმა დააკისრეს საზოგადოებრივი თავშეყრის შესახებ კანონის დარღვევის გამო. ქალაქ გროდნოს ლენინის რაიონის სასამართლომ დაადგინა, რომ მიხალ კარნევიჩმა უნდა გადაიხადოს 205 დოლარის შესაბამისი თანხა ჯარიმის სახით, რადგან მონაწილეობა მიიღო ნებადაურთველ მიტინგში 26 ოქტომბერს. კარნევიჩი ამტკიცებს, რომ ის თავის ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა, როცა ქალაქ სვისლოჩში, კასტუს კალინოვსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეს აშუქებდა. კალინოვსკი მე-19 საუკუნის ჟურნალისტი და აქტივისტი იყო, რომელიც რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ გამოდიოდა. ანალოგიური ბრალდებით კარნევიჩი ადრეც გაასამართლეს და დააჯარიმეს.

XS
SM
MD
LG