Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინიგზის პროფკავშირები იუწყებიან გაფიცვის დაწყების შესახებ


"საქართველოს რკინიგზის" ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე აცხადებს, რომ "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებმა თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაფიცვა დაიწყეს. ვიტალი გიორგაძის ცნობით, რკინიგზის თანამშრომლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის სამართლიანი სახელფასო სისტემის შექმნა, სადაც სტაჟი და დამსახურება იქნება გათვალისწინებული, ასევე ახალი საპრემიო სისტემის შემოღება."საქართველოს რკინიგზის" განცხადებით კი, რკინიგზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და რკინიგზელების უმრავლესობა გაფიცვას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG