Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში მეორე ღამეც გაგრძელდა საპროტესტო გამოსვლები ფერგიუსონზე გადაწყვეტილების გამო


აშშ-ში ზედიზედ მეორე ღამეს გაგრძელდა საპროტესტო გამოსვლები ქალაქ ფერგიუსონში მოკლულ ახალგაზრდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო. პროტესტს იწვევს ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში აგვისტოში შავკანიანი მაიკლ ბრაუნის მოკვლისათვის არ უნდა გაასამართლონ პოლიციელი - დარენ უილსონი, რადგან, ნაფიც მსაჯულების განმარტებით, არ არსებობს სავარაუდო მიზეზი რაიმე დანაშაულში მისთვის ბრალის წასაყენებლად. ფერგიუსონში, სადაც 24 ნოემბრის ამ გადაწყვეტილებას პროტესტი და არეულობა მოჰყვა, მისურის შტატის გუბერნატორის ცნობით, ეროვნული გვარდიის 2200 წევრი პატრულირებს ქუჩებში. ხოლო პოლიციის უფროსის, ჯონ ბელმარის ცნობით, არეულობის მეორე დღეს 44 ადამიანი იქნა დაკავებული. ამასთან, ვითარება გაცილებით უფრო მშვიდი იყო წინა ღამესთან შედარებით. საპროტესტო აქციები გაიმართა აშშ-ის კიდევ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკსა და ლოს ანჯელესში.

XS
SM
MD
LG