Accessibility links

მერკელის შეფასებით, რუსეთის მოქმედება საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში მოქმედებით არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. როგორც მერკელმა 26 ნოემბერს, გერმანიის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას თქვა, „ვერაფერი ამართლებს დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის პირდაპირ, ან არაპირდაპირ ჩარევას“. მერკელმა განაცხადა ასევე, რომ რუსეთის ნაბიჯები „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპის მშვიდობიან მოწყობას და არღვევს საერთაშორისო სამართალს“. ამასთან, კანცლერი ვერ ხედავს პრობლემის სწრაფად მოგვარების გზას - მისი აზრით, კრიზისის დასაძლევად საჭიროა მოთმინება და ხანგრძლივი ძალისხმევა.

XS
SM
MD
LG