Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს უფლებადამცველების ადვოკატს


აზერბაიჯანში 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს უფლებადამცველების ადვოკატს, ელჩინ ნამაზოვს. მისმა ძმამ, აკრამმა ჩვენს რადიოსთან 26 ნოემბერს საუბრისას განაცხადა, რომ ნამაზოვი დამნაშავედ ცნეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში და პატიმრობა შეუფარდეს 25 ნოემბერს. ძმა შიშობს, რომ ადვოკატს, რომელსაც ამასობაში ოფისი გაუჩხრიკეს, სხვა ბრალდებებიც ემუქრება. იუწყებიან ასევე, რომ 25 ნოემბრიდან უცნობია ოპოზიციურ პარტია „სახალხო ფრონტის“ აქტივისტის, ასიფ იუსიფლის ადგილსამყოფელი. ამის შესახებ მისმა თანაპარტიელებმა უთხრეს ჩვენს რადიოს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს იუსიფლის შესახებ კომენტარზე. დასავლეთის სახელმწიფოებსა და უფლებადამცველებს არაერთხელ დაუდანაშაულებიათ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში კრიტიკული ხმების ჩახშობასა და მოქალაქეების ძირითად თავისუფლებათა შეზღუდვაში.

XS
SM
MD
LG