Accessibility links

logo-print

პაკისტანში მოკლეს პოლიომიელიტის ვაქციანაციის პროგრამის ოთხი მონაწილე


პაკისტანის პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე სამი ქალი და მათი მძღოლი. თავდასხმა მოეწყო დასავლეთში მდებარე ქალაქ კუეტაში. პაკისტანში ექსტრემისტები ხშირად ესხმიან თავს პირებს, რომლებიც იმუნიზაციის პროგრამაში მონაწილეობენ, რადგან ისინი ჯაშუშებად მიაჩნიათ. თავდასხმების შედეგია ის, რომ პაკისტანში გახშირდა პოლიომიელიტით ინფიცირების შემთხვევები და ბოლო 15 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წელს პაკისტანში პოლიომიელიტით ინფიცირების 235 შემთხვევა აღრიცხა.

XS
SM
MD
LG