Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ლატვიიდან


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს „ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“ ლატვიის რესპუბლიკიდან და პრემიერი იმედოვნებს, რომ საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა თბილისში, ბიზნესფორუმის გახსნაზე, ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერზინშის თანდასწრებით. მანამდე ლატვიელი კოლეგა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ "უარღესად მნიშვნელოვნად" მიიჩნევს თბილისში ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტს მას შემდეგ, რაც რუსეთმა გადადგა, მარგველაშვილის თქმით, კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ოკუპირებულ აფხაზეთთან "შეიქმნა ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპაცია ფაქტიურად ანექსიის დონემდე მიჰყავს". „ჩვენი ლატვიელი კოლეგების ვიზიტი, ასეთი წარმომადგენლობითი ვიზიტი ხაზგასასმელია იმიტომ, რომ აქ ჩვენ ვხედავთ მეგობრობას, მხარდაჭერას და იმ მნიშვნელოლვან აქცენტებს, რასაც ქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, ლატვიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მანამდე პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა ლატვიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია და ორი პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა.

XS
SM
MD
LG