Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სახაროვის სახელობის პრემია კონგოელ ექიმს მიენიჭა


ევროკავშირის ადამიანის უფლებათა პრემია, რომელიც ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს, მიენიჭა კონგოელ ექიმს, დენის მუკვეგეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაუპატიურების მსხვერპლთა დასახმარებლად გაწეული სამუშაოსთვის. სტრასბურგში გამართულ ცერემონიაზე, მუკვეგეს პრემია გადასცა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულცმა, რომელმაც ლაურეატი შეაქო თავის ქვეყანაში „ქალთა ღირსების, სამართლიანობისა და მშვიდობისათვის ბრძოლის“ გამო. 59 წლის კონგოელ ექიმთან ერთად, სახაროვის პრემიის კანდიდატთა სამეულში შედიოდნენ ევრომაიდანი და აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ლეილა იუნუსი.

XS
SM
MD
LG