Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში რუსეთის ჯარების ყოფნის გამო


ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი, ამერიკელი გენერალი ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დიდი რაოდენობით რუსი სამხედროები კონსულტაციებით ეხმარებიან და წვრთნიან სეპარატისტ მეომრებს და აშშ მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას მისი სუვერენობის მიმართ რუსეთიდან მომდინარე საფრთხესთან გასამკლავებლად. ეს განცხადებები გენერალმა ბრიდლავმა გააკეთა კიევში 26 ნოემბერს ვიზიტისას. მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან კონფლიქტის დიპლომატიის გზით მოსაგვარებლად, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

XS
SM
MD
LG