Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ნავარაუდევზე მეტი ადამიანი შეიწირა მთავრობის ჯარის საჰაერო დარტყმამ


სირიელი აქტივისტების მონაცემებით, ნავარაუდევზე მეტი ადამიანი შეიწირა მთავრობის ჯარის საჰაერო იერიშმა ქალაქ რაკაზე, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ 25 ნოემბერს იუწყებოდა, რომ, სულ ცოტა, 60 ადამიანი დაიღუპა სირიის მთავრობის სამხედრო თვითმფრინავების თავდასხმის შემდეგად. მაგრამ მეტი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, ორგანიზაციამ 95-მდე გაზარდა დაღუპულთა რიცხვი. „ობსერვატორიის“ დირექტორის, რამი აბდულრაჰმანის მონაცემებით, დაიჭრა, სულ ცოტა, 120 ადამიანი. ნათელი არ არის, "ისლამური სახელმწიფოს" წევრი რამდენი ექსტრემისტია დაღუპულებს შორის.

XS
SM
MD
LG