Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი არავის უქმნის საფრთხეს


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი „არავის უქმნის საფრთხეს“ და არ აპირებს რაიმე სახის „გეოპოლიტიკურ თამაშებსა და ინტრიგებში“ მონაწილეობას. ამ შინაარსის განცხადება პუტინმა გააკეთა სოჭში, სამხედრო ძალების სარდლებთან შეხვედრისას. პრეზიდენტმა თქვა ასევე, რომ რუსეთი უზრუნველყოფს საკუთარი და თავისი მოკავშირეების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პუტინის ამ განცხადებების ფონია კონფლიქტი უკრაინაში, რომლის ხელისუფლებაც, ისევე როგორ დასავლეთი, რუსეთს ადანაშაულებს მეამბოხეების პირდაპირ მხარდაჭერაში. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG