Accessibility links

მოსახლეობა ემხრობა პარლამენტში ქალების რაოდენობის გაზრდას


თბილისში ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (National Democratic Institute) წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რომელიც ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას ეხება. გამოკვლევის მიხედვით, მოსახლეობის 64% აცხადებს, რომ ამჟამად საქართველოში გენდერული თანასწორობა არ არსებობს. გამოკითხულთა 55%-ისთვის, 150-წევრიან პარლამენტში 17 ქალი პარლამენტარის ძალიან ცოტაა. გამოკითხულთა 68% აცხადებს, რომ მხარს უჭერს საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერული კვოტების შემოღებას. მოსახლეობის 70% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა სულ მცირე 30% უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG