Accessibility links

logo-print

საქართველოში ადასტურებენ აფხაზეთის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოთხოვნას


საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი, დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ საქართველომ 25 ნოემბერს მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს თხოვნით, გამართოს სხდომა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ბაქრაძემ 26 ნოემბერს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, რომ ამ შეხვედრის დროს იმსჯელეს აფხაზეთისა და რუსეთის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ე.წ. ხელშეკრულებაზე. ბაქრაძის თქმით, ნორლანდმა დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს პოზიციის მიმართ ამ სადავო ხელშეკრულების საკითხში. რუსეთმა და მის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა 24 ნოემბერს, სოჭში გააფორმეს ე.წ. ხელშეკრულება, რომელსაც საქართველო მიიჩნევს აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯად.

XS
SM
MD
LG