Accessibility links

logo-print

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ითხოვს დაფინანსების გაზრდას


გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ მეტი დაფინანსება დასჭირდება ირანში სამეთვალყურეო მისიის უზრუნველსაყოფად. სააგენტო თვალყურს ადევნებს ირანსა და მსოფლიოს ექვსეულს (აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და რუსეთი) შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმების შესრულებას. ამ შეთანხმების მოქმედება გაგრძელდა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ვერ მოახერხეს 24 ნოემბრამდე გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა. მხარეებმა მომავალი წლის ივლისამდე გაახანგრძლივეს მოლაპარაკებების ვადა. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ირანმა შეაჩერა ზოგიერთი პროექტი მის მიმართ დაწესებული სანქციების ნაწილობრივ შემსუბუქების სანაცვლოდ. ირანი კვლავაც უარყოფს დასავლეთის ბრალდებას, რომ საიდუმლოდ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას. წინასწარი შეთანხმებით, გაეროს ინსპექტორები ყოველდღიურად ნახულობენ ირანში ურანის გამდიდრების ობიექტებს ნატანცსა და ფორდოუში. სააგენტო არ აზუსტებს რამდენით სჭირდება დაფინანსების გაზრდა.

XS
SM
MD
LG