Accessibility links

logo-print

უკრაინის ახალი პარლამენტი იკრიბება პირველ სხდომაზე


უკრაინის ახლადარჩეული პარლამენტი 27 ნოემბერს პირველად შეიკრიბება. პროდასავლურმა პარტიებმა წარმატებას მიაღწიეს 26 ოქტომბრის არჩევნებში. ხუთი პროდასავლური პარტია, რომელიც მმართველი კოალიციის შექმნაზე შეთანხმდა, 421-დან 288 მანდატს ფლობს.კოალიციის პარტნიორებს შორის მოლაპარაკებები ახალი მთავრობის ფორმირებაზე ჭიანურდება. 25 ნოემბერს პოროშენკომ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში გადადგამს პირველ ნაბიჯებს ახალი კაბინეტის ფორმირებისთვის. დასავლეთი აკრიტიკებს კიევს ახალი კაბინეტის ფორმირებისა და რეფორმების გატარების შეყოვნებისთვის.

XS
SM
MD
LG