Accessibility links

logo-print

ფერგიუსონელი დემონსტრანტები სენტ ლუისის ქალაქის სასამართლოს მიაწყდნენ


რამდენიმე დემონსტრანტი მიაწყდა აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისისა ქალაქის სასამართლოს, იმ ფონზე, როდესაც გრძელდება საპროტესტო გამოსვლები დიდ ნაფიცთა საბჭოს მიერ იმ განაჩენის საწინააღმდეგოდ, რომელმაც პოლიციელი დარენ ვილსონი უდანაშაულოდ ცნო შავკანიანი ახალგაზრდის 18 წლის მაიკლ ბრაუნის მკვლელობაში. სასამართლოს შენობის დასაცავად დამატებით კიდევ 100 პოლიციელის გამოძახება გახდა საჭირო. ფერგიუსონში, სადაც 24 ნოემბრის ამ გადაწყვეტილებას პროტესტი და არეულობა მოჰყვა, მისურის შტატის გუბერნატორის ცნობით, ეროვნული გვარდიის 2200 წევრი პატრულირებს ქუჩებში. ხოლო პოლიციის უფროსის, ჯონ ბელმარის ცნობით, არეულობის მეორე დღეს 44 ადამიანი იქნა დაკავებული. რუსეთის თქმით, ფერგიუსონის მოვლენები ცხადყოფს, რომ აშშ-ს არ აქვს უფლება, რომ რუსეთს ადამიანის უფლებების დაცვა ასწავლოს.

XS
SM
MD
LG