Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: დღეს საქართველოს არ მართავენ ინსტიტუტები


პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს არ მართავენ ინსტიტუტები და კანონი და ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის საკითხის გადაწყვეტა. „ამიტომაც ჭიანურდება ყველა სახის გადაწყვეტილება და რასაც სჭირდება 5 წუთი, ან ერთი დღე, ორი თვე იჭიმება” - განუცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალ Forbes Georgia-ს. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით, ბოლო მოვლენების განვითარებისას გამოჩნდა, რამდენად ჩახედულია ბიძინა ივანიშვილი იმ დეტალებში, რის შესახებაც ასე ღრმად პროკურატურაც კი არ საუბრობს. „როდესაც ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის პრემიერ-მინისტრი და მას აქვს ვალდებულება ყველა საკითხი კონკრეტულ ადამიანთან შეათანხმოს, ეს ქმნის ვაკუუმს და ქვეყნისთვის საზიანოა“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

XS
SM
MD
LG