Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც უკვე დაასრულეს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი. "მადლობა რუმინეთს, ლიტვას, ლატვიას, სლოვაკეთს, მალტას, ბულგარეთს, ესტონეთს, უნგრეთსა და შვედეთს, რომლებმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს" - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში. საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმებას ხელი 27 ივნისს, ბრიუსელში მოაწერეს.

XS
SM
MD
LG