Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში უფლებათადამცველი დააპატიმრეს, აქტივისტი კი - გაუჩინარდა


აზერბაიჯანში 15 დღით პატიმრობა მიესაჯა ცნობილ უფლებათადამცველს ელჩინ ნამაზოვს. როგორც ჩვენ რადიოს უთხრა დაკავებულის ძმამ, მას პატიმრობა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო 25 ნოემბერს მიუსაჯეს. მანამდე უფლებადამცველის ოფისში პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკვა და ამოიღო დოკუმენტები, რის გამოც ელჩინ ნამაზოვის ახლობლები შიშობენ, რომ მას უფრო დიდხანს დატოვებენ პატიმრობაში. იმავდროულად აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა პარიის აქტივისტის ასიფ იუსიფლი, რომელიც, როგორც მისი თანამებრძოლები ვარაუდობენ, შესაძლოა პოლიციას ჰყავდეს დაპატიმრებული. აზერბაიჯანის შინაგანს საქმეთა სამინისტროს იუსიფლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG