Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი უარყოფს მოსაზრებას მმართველი კოალიციის დაშლის შესახებ


"რესპუბლიკური პარტია" არსად არ მიდის, - ეს განცხადება უპარლამენტის ტრიბუნიდან რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა, ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციის მისამართით გააკეთა. მისი თქმით, "რესპუბლიკურმა პარტიამ" ბიძინა ივანიშვილთან ერთად "ქართული ოცნება" დააფუძნა და დააფუძნა იმ ღირებულებებისთვის, რომლის გამოც ყოფილ მმართველ ძალას დაუპირისპირდა. „ვრჩებით ამ ღირებულებების ერთგულად, ვიბრძოლებთ ბოლომდე "ქართულ ოცნებაში" იმისთვის, რომ ეს ღირებულები იყოს მთავარი პრიორიტეტი, გახდეს კანონმდებლობის ნაწილი და ამ ღირებულებებით იმართებოდეს ქვეყანა – ადამიანის ღირსების, პატივის, პირადი ცხოვრების, თავისუფლების და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ დღის წესრიგს, დარჩენილი ორი წლის მანძილზე ბოლომდე მოვიყვანთ", - მიმართა ხიდაშელმა "ნაციონალურ მოძრაობას".
პარლამენტი ფარული მოსმენების "გასაღებზე" ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობს. როგორც ცნობილია, "რესპუბლიკელთა" ფრაქცია აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს მხარს არ უჭერს.

XS
SM
MD
LG